საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მწერალმა ლაშა ბუღაძემ “პირველი არხის” გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
“თქვენ უნდა გადადგეთ” – მიმართა ლაშა ბუღაძემ თინათინ ბერძენიშვილს პირდაპირ ეთერში.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, რომლებიც არხის ხელმძღვანელობისგან ეთერის დათმობას და აქციის ობიექტურად გაშუქებას ითხოვდნენ, შეთანხმება შედგა. მოქალაქეებს ეთერი 20:00-ზე დაეთმოთ. მათი სიტყვა ნინო ზაუტაშვილის გადაცემა ”რეალურ სივრცეში” გაჟღერდა.