შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-მ საქართველოში დაფუძნებული ის კრიპტოკომპანია დაასანქცირა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს” აფინანსებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, (არა)რიტორიკული შეკითხვების თანხლებით, კონკრეტული განმარტებებსა და მინიშნებებს აკეთებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
“უკაცრაული პასუხია, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავუსვა მოღუღუნე წითელფეხება მშვიდობის მტრედ ქოცებს:
თქვენ ჩვენის ძალიან მშვიდობიანებო, თუ ხვდებით მაინც ამასობაში ამერიკელებთან გამოუცხადებელ ომში რომ ჩართულხართ ირანის მხარეს? აბა სხვას რას ნიშნავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიიდან ქსირის ანგარიშებზე ფულის რიცხვა?
ჰოდა, მინდა ვიცოდე როგორ აპირებთ ამ ომის მოგებას? ამერიკელები ქსირის ინფრასტრუქტურას და ფინანსებს ანადგურებენ ყველგან, სადაც წაასწრებენ, სხვას კი არაფერს შვებიან?!
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს დასაცავად ჩინეთი და რუსეთი თითს გაატოკებენ, სულ რომ აჩუქოთ ეს ქვეყანა, ძაანაც მიგიქარავთ. ჰოდა ომი გვინდა ჩვენ?” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა