1
მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას, ორთვიან პატიმრობაში გაუშვას “ბათუმელების” დირექტორი, სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. “მთის ამბების” რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა მოსამართლეს “სამარცხვინო” უწოდა და უთხრა, რომ ხალხის ფულით მიღებულ ხელფასს არ იმსახურებს.
თქვენ ხალხი ხართ?! თქვენ ჩინოვნიკები ხართ?! თქვენ ხელფასს როგორ გიხდით, შხამად შეგერგოთ! ქუჩაში ვერ უნდა დადიოდეთ სირცხვილით!, – უთხრა მთივლიშვილმა მოსამართლეს.
“ბათუმელების” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში გაუშვა.