“თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება გაგვიუქმოს უვიზო რეჟიმი” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”

18 hours ago 2

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე მძიმე ფაქტებზე საუბრობს და კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავს მმართველ პარტიას:

რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეთ, ბაჩიაშვილი სცემეთ ციხეში, ზურა ჯაფარიძე, უკანონო ტყვე, მხოლოდ რამდენიმე წუთით, ხელებშეკრული მიიყვანეთ გარდაცვლილ დედასთან.

თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება გაგვიუქმოს უვიზო რეჟიმი.

ციხეები სავსეა სინდისის პატიმრებით. უამრავი ოჯახი ტოვებს ქვეყანას.

ამ დროს პროგანადირებთ, ვითომ ქვეყანას და ქრისტიანობას იცავთ. ვისით იცავთ? აიათოლათი და პუტინის პოლიტიკით??

გეყოთ ფარისევლობა. დროზე ჩანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს უპირველეს ყოვლისა გამოსავალია თქვენთვის სანამ მეტ ღალატს ჩაიდენთ, რომ ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების უფლება გქონდეთ“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა