,, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავეთ და ნუ უწოდებთ მათ ინტიმური ორგანოების სახელებს…” – ნუგზარ სულაშვილი

1 hour ago 2

6

მწერალი, საფრანგეთის AFG-ს გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი:

,,ხელისუფლებას ჰგონია, რომ სავარძელში ჩაჯდომასთან ერთად ხალხისგან მხოლოდ ტაშის დაკვრის მოთხოვნის უფლება მიიღო.

დემოკრატიულ ქვეყანაში ჩინოვნიკის გაკრიტიკება, სარკაზმი და სოციალურ ქსელებში მისი გაშარჟება ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც საჯარო პოლიტიკაში შედიხარ, ვალდებული ხარ აიტანო ხალხის ბრაზიც, ირონიაც და მწვავე სიტყვებიც.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტანდარტი მარტივია:
* პოლიტიკოსმა ბევრად მეტი კრიტიკა უნდა მოითმინოს, ვიდრე რიგითმა მოქალაქემ.
* მთავრობის გაკრიტიკების საზღვრები ბევრად ფართოა.
* ხელისუფლებამ ციხე და ჯარიმები ხალხის გასაჩუმებლად არ უნდა გამოიყენოს.
კანონით გამოხატვის შეზღუდვა მოსულა მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს:
* რეალური და კონკრეტული მუქარა.
* ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება.
* პირის მიმართ სისტემატური დევნა.
უხეში, ირონიული ან შეურაცხმყოფელი შეფასება დანაშაული არ არის. (!)
ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ კანონში ჩაწერა ბუნდოვანი ფრაზები, როგორიცაა „სიტყვიერი შეურაცხყოფა“ და „ლანძღვა“. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ეს მუხლები მკაცრად გააკრიტიკა. ასეთი განუსაზღვრელი სიტყვებით ხელისუფლება ცდილობს კოლოსალური ჯარიმებითა და ადმინისტრაციული პატიმრობით დააშინოს ყველაზე აქტიური მოქალაქეები.
ეს არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ეს არის ჩინოვნიკების შელახული ეგოსა და პოლიტიკური კომფორტის სამართლებრივი დაცვა.
მათ სურთ აკეთონ ყოველგვარი უმსგავსო ისე, რომ პასუხის მომთხოვნი აღარავინ დარჩეს.
თუ ამ უკანონო და ბუნდოვანი მუხლებით დაგაჯარიმეს ან დაგაკავეს, დამიკავშირდით. მე უზრუნველვყოფ თქვენი უფლებების დაცვას საერთაშორისო ინსტიტუტებსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

პ.ს. დასასრულს კი მინდა თხოვნით მოგმართოთ: თქვენივე უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავეთ და ნუ უწოდებთ მათ ინტიმური ორგანოების სახელებს, (გენიტალიებს) რადგან ეს თქვენი მითითებების გარშეც შესანიშნავად იციან”

სრულად წაკითხვა