თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებული და ნაცემი გორელი ავთანდილ ტიტვინიძე დაკავების დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ სცემეს და სისხლი თქრიალით მოსდიოდა, ამის ფონზე კი, ისმოდა მუქარები, რომ დააბამდნენ და ასე დატოვებდნენ სასიკვდილოდ.
„დაკავების შემდეგ, პარლამენტს რომ გავცდით, მაგ დროს რომელიღაც რობოკოპს ალბათ ბეისბოლის თამაში მოუნდა და როგორც ბიტა, ეგრე შემომცხო ცხვირში. მერე მიმიყვანეს უკვე მარშუტკასთან, მანამდე რამდენიმეჯერ ჩამარტყეს, მაგრამ ეს აღარც მიგრძვნია. ნასკი მომაწოდეს სისხლის მოსაწმენდად, თქრიალით გამდიოდა სისხლი. ახლა დაგაბამთ ბორკილებით, დაგაგდებთ და 2 დღე ეგრე იწვებიო”, – ამბობს ტიტვინიძე, რომელიც ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.