იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

1 hour ago 3

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში მოყვნენ. ექსპედიციაში შვიდი მთამსვლელი მონაწილეობდა, ყველა მათგანი ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეა.

ბოსნიური მედიის ცნობით, სამთო ექსპედიციის შვიდივე წევრი ზენიცას მაცხოვრებელი იყო. მათ შორის იყო დაქორწინებული წყვილი და ექიმი ქალი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობდა.

რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება RIA Novosti რუსეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამინდის გამო სამი მათგანის ცხედრის გადმოსვენებს ვერ ხერხდება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მაშველებმა 5 350 მეტრის სიმაღლეზე ნაპოვნი ორი მთამსვლელის ცხედარი მას შემდეგ გადმოასვენეს, რაც მანამდე სხვა ორი მთამსვლელი გადაარჩინეს. გადარჩენილებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

მთა იალბუზი, რომლის სიმაღლეც 5 642 მეტრს აღწევს და საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, ცნობილია ამინდისა და სამთო პირობების უეცარი ცვლილებებითა და გაუარესებით.

RIA Novosti ასევე ავრცელებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული სამმართველოს 26 ივლისის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სრულად წაკითხვა