WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საგანგაშო დემოგრაფიული სტატისტიკა – 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 224 ადამიანი გარდაიცვალა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ბუნებრივმა მატების მაჩვენებელი უარყოფითია და -4 715-ს შეადგინა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა.

თბილისში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რაოდენობას 424-ით, აჭარაში კი 330-ით გადააჭარბა.

ყველაზე დიდი უარყოფითი ბუნებრივი მატება იმერეთში დაფიქსირდა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 1 626-ით გადააჭარბა. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი 1 134-ით, კახეთი 791-ით, გურია 384-ით და შიდა ქართლი 582-ით.

რაც შეეხება დაბადებულთა სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 6 889
  • აჭარა – 2 061
  • იმერეთი – 1 985
  • ქვემო ქართლი – 1 982
  • კახეთი – 1 165
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 1 043
  • შიდა ქართლი – 992
  • სამცხე-ჯავახეთი – 621
  • გურია – 352
  • მცხეთა-მთიანეთი – 343
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. დემოგრაფიული მაჩვენებლების დაზუსტებული მონაცემები 2027 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.