საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში განვითარებულ მოცლენებს ეხმიანება და პარალელს უკრაინაში იანუკოვიჩის მმართველობასთან ავლებს. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საახალწლოდ ნაძვის ხე იანუკოვიჩმაც დადგა და ნიღბების ტარებაც აკრძალა, თუმცა ამან მას არ უშველა და პრორუსი მმართველი დამარცხდა.
რუსეთმა ასადსაც კი ვერ უშველა და თქვენ ვისი იმედი გაქვთ?, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
იანუკოვიჩმაც დადგა საახალწლოდ ნაძვის ხე, მანაც მიიღო რეპრესიული კანონები, მათ შორის პროტესტებში მონაწილეებისთვის ნიღბების ტარების აკრძალვა.
რუსეთმა ასადსაც კი ვერ უშველა და თქვენ ვისი იმედი გაქვთ?, – წერს მესამე პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი სისხლიანი მოვლენების შემდეგ, გამთენიისას თბილისის ცენტრში ნაძვის ხეს აწყობენ. მედიის წარმმომადგენლებმა, რომლებმაც დღეს ნაცემ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს, ნაძვის ხეზე ნაწამები მოქალაქეების ფოტოები ჩამოკიდეს. ცოტა ხანში იქ პოლიცია მობილიზდა და საახალწლო კონსტრუქცია ალყაში მოაქცია.