“იარაღი უნდა დადუმდეს. მხეცობა და საბოტაჟი უნდა შეწყდეს“ – მაკრონი

4 hours ago 2

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ იმსჯელა.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოავლინა გამბედაობა, როდესაც მიიღო აშშ-ს წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც სურს მშვიდობა.

საკმარისი სიკვდილია.

საკმარისი განადგურებული სიცოცხლეა.

საკმარისი ნგრევაა”. – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მაკრონმა ასევე დაწერა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გარკვეულ პირობებზე უნდა დათანხმდეს:

“იარაღი უნდა დადუმდეს. მხეცობა და საბოტაჟი უნდა შეწყდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ეს არის პირობები, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. და დარწმუნებული ვარ ტრამპი ამ საქმის ერთგულია”.

სრულად წაკითხვა