იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვია

2 months ago 38

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვია.

სტოლტენბერგი შეხვედრას მართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კვირას სამხრეთ კავკასიაში სამდღიან ტურს მართავს. ის 17 მარტს ჩავიდა აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ“ და ბაქოს მოუწოდა, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. უკრაინასთან დაკავშირებით, ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმა აზერბაიჯანის მხარდაჭერას და რეგიონის ყველა ქვეყანას გააქტიურებისკენ მოუწოდა: „საჭიროა მეტი მხარდაჭერა, რადგან უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა“.

თბილისიდან იენს სტოლტენბერგი ერევანში გაემგზავრება.

სრულად წაკითხვა