თბილისი მოლთან, აქციაზე, სადაც დილიდან მობილიზებულია პოლიცია და როგორც მოქალაქეები და ადგილზე მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ, პოლიცია და პოლიციის მანქანები თავად კეტავენ გზა, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილია და ტვ პირველთან ამბობს:
ივანიშვილი აფრენს, საბოლოოდ გააფრინა. მინდა გადავიღო ეს სიგიჟე, ამ ხალხს, პოლიციელებს რატომ აწვალებენ, რას ერჩის ივანიშვილი ამ საცოდავ პოლიციელებს, ესენი ხომ რიგითი ადამიანები არიან, რატომ რევს თავის დანაშაულში. ვნახოთ რა მოხდება, მე მგონი, თავსაც თვითონვე დაირბევენ.