„ივანიშვილი და მისი ე.წ. ხელისუფლება სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან და დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „სავიზო სანქციების შემდეგ, აუცილებლად იქნება ფინანსური სანქციები და შეეხებათ არ აღიარებულ თანამდებობის პირებს. აშშ-მა გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არის გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად იქნება სანქცირებული.
შესაბამისად, ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური ,კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან და დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს