“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც Facebook Live-ში განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” შექმნილია რუსეთის გეგმით”.
რა არის იცით, შეთქმულების თეორიაა ერთგვარი იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს ამის დამადასტურებელი არაფერი არ აქვს, არც მე არ მაქვს, ბუნებრივია, თუმცა მე ვერც საწინააღმდეგოს მტკიცებას ვერ დავიწყებ, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. მე უფრო მგონია, რომ… ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე რუსული პროექტი რომ იყო მე სკეპტიკურად ვუყურებ ამას, თუმცა რაღაც ეტაპზე ის აღმოჩნდა რუსული პოლიტიკის მძევალი, გამომდინარე იქიდან, რომ მან დაუშვა რიგი შეცდომებისა და საბოლოო ჯამში, ეს ლოიალობა დაუჯდა ძვირი,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·