,,ივანიშვილი რა ადამიანია, ამის მისახვედრად მარტო მისი ქვისლის ისტორია კმარა“ – მერაბ მეტრეველი

7 hours ago 6

101

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

,,ივანიშვილი რა ადამიანია, ამის მისახვედრად მარტო მისი ქვისლის ისტორია კმარა. ხომ გახსოვთ, ვანო მერაბიშვილს რომ დააჭერინა.

ქოცებო, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ხართ მილიარდერი, ქვისლს რაღაც საქმე ჩააბრეთ და ფული მოგიტეხათ (სინამდვიულეში არავინ იცის, იმ კაცმა მართლა მოტეხა, თუ არა, მგრამ დავუშვათ, მოტეხა), დააჭერინებდით საკუთარ ქვისლს? გულწრფელად მიპასუხეთ.

ბაზარი არაა, მეც მაგრად გამიტყდებოდა, საქმეს ჩამოვაშორებდი, ვეჩხუბებდი, შეიძლება აღარც დავლაპრაკებოდი და მასთან ურთიერთობაც შემეწყვიტა, მაგრამ ასი წელი პოლიციაში არ დავრეკავდი, ტუნდაც საკუთარი ცოლის ხათრით.

აი, ივინიშვილმა კი პირდაპირ ვანოს დაურეკა (მაშინ ეძმაკაცებოდა ნაცებს) და დააჭერინა.

ამის მერე რა გასაკვირია, ბაჩიაშვილს რასაც უშვება? მოგების ნახევარი ჩემთვის უნდა მოგეცაო და ეს რომ არ აძლევს, მარტო მას კი არ იჭერს, მისი მშობლებიც გაიმეტა ციხისთვის. ბაჩიაშვილის დედას და მამას პატიმრობა შეუფარდეს, უბრლაოდ, იმათ ქვეყნიდან გაასწრეს. ქვეყანაში ვეღარ ჩამოვლენ. წამროდიგინეთ, მშობლების დაჭერით ცდილობდა მასზე ზეწოლის მოხდენას.

ამ ფონზე ბუნებრივია, აღარც ისაა გასაკვირი, რასაც ღაირაბაშვილს და სხვა მის ყოფილ მონებნს ფულის გამო უშვება. რიჟვაძე საერთდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ბოლოს და ბოლოს, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მთელი ეს ვაკხანალია, ევროპის და ამერიკის გინება, „გლობალური ომის პარტიის“ და „დიფ სტეტის“ ძახილიც საკუთარი ფულის გამო დაიწყო. ფულს მიბლოკავენო და ამის გამო მთელი ქვეყანა მძევლად აგვიყვანა, მეგობრებს გადაგვკიდა, ევროკავშირისკენ ძლივს გახსნილი გზა ჩაგვიკეტა და თქვენ, ქოცებს გაბოლებთ, ამით ომისგან და გაპიდარასტებისგან გიცავთო.

თქვენც კი ასეთ კაცს პირდაღებულები ტაშს უკრავთ და მზად ხართ, მის პარანოიას, ფულის და ძალაუფლების სიყვარულს მთელი ქვეყანა გადააყოლოთ.
:(“

სრულად წაკითხვა