„ივანიშვილის მონებო“, „რუსებო“ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა.
„შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“ – სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილები.
“ბათუმელების” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში გაუშვა.
სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა სასამართლო დარბაზშივე დააკმაყოფილა და აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. “რუსები”, “მონებო” – სკანდირებენ ადგილზე შეკრებილები.