ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი და მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ გუნდთან მიმართებით:
“როცა მთელი ძალაუფლება შენს ხელშია და სიტუაციას აკონტროლებ რაში უნდა გჭირდებოდეს სისასტიკის დემონსტრირება?
ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნა ხომ ისედაც აბსურდია იმის გამო, რისთვისაც ზის, და ამას ემატება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.
ყველაზე ბანძი ხელისუფლებაც კი მიხვდებოდა, რომ მისი გათავისუფლებით მოიგებდა. მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაში ასე არ არის. მისი რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას. აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი. არც კონტროლი აქვს პროცესებზე სინამდვილეში (სუს-ის მილიონტრისტა დაობებული ფაილი არ ითვლება). ერთადერთი ძალის სიმულაციაზე და ვითომ ბრუტალობის დემონსტრირებაზე დგას მისი კარიკატურული რეჟიმი. ამ სიმულაციების გარეშე შეიძლება ერთ დღეში ჩამოეშალოს ყველაფერი.
ამიტომ ექცევა ასე სასტიკად პატიმრებს, განსაკუთრებით ქალებს“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

8 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·