ივანიშვილმა თბილისის ქუჩები გადასცა სიკვდილის ბრიგადებს — თეონა აქუბარდია

2 weeks ago 5

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და თბილისის ქუჩებში ივანიშვილის სიკვდილის ბრიგადები ებრძვიან ხალხს, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.

ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ ბარიერგადალახული, პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა. 10 დღის მანძილზე ივანიშვილის შავრაზმელები უპირისპირდებიან ქართველ ხალხს. როდესაც ეს შავრაზმელები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყარისთვის, უკვე სიკვდილის ბრიგადები გამოგზავნა ივანიშვილმა, რომელიც უპირისპირდება მოქალაქეებს და სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს.

გუშინდელი ფაქტი [სასტიკი თავდასხმა ტვ პირველის ოპერატორსა და ჟურნალისტზე], რომელიც არ არის პირველი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ივანიშვილის რეჟიმის მიერ დანაშაულად არის მიჩნეული. ნებისმიერი მათი განცხადება არის სიყალბე და არის გამიზნული ომი მოქალაქეების წინააღმდეგ.

სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა. თბილისის ქუჩები არის გადაცემული სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომელთაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი მართავს. ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ოთხივე პოლიტიკური ძალა და ქართველი ხალხი ვითხოვთ. ვითხოვთ უკანონო დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რომელთა რიცხვი 450-ს ასცდა და ჯერ კიდევ არ ვიცი სრული რაოდენობა“, — ამბობს აქუბარდია.

მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.

მეთერთმეტე დღეა ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში ყოველდღე. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. კრიმინალური პოლიცია დღისით ჩხრეკს, ცლის და ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეების ჩართულობისა და საჯაროობის გამო, წარუმატებლად ცდილობს პოლიტიკოსების, აქტივისტების დაკავებას. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

სრულად წაკითხვა