ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

3 hours ago 2

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა თოფურიას შემდეგი მეტოქე – ამერიკელი მებრძოლი ჯასტინ გეიჯი.

თოფურიასა და გეიჯის ბრძოლა თეთრი სახლის ეზოში 14 ივნისს გაიმართება – მოგებული UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება.

“გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მოგვცით ეს შესაძლებლობა, შევქმნათ სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ღონისძიება. ასევე მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო, რომ მოგვცა ეს ლამაზი დღე და მოგვცა შესაძლებლობა შეგვეგრძნო, რას ნიშნავს ოვალურ ოფისში ყოფნა. ეს [ბრძოლა] საოცარი იქნება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის” – უთხრა თოფურიამ ტრამპს.

სრულად წაკითხვა