UFC-ის რუსი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი ილია თოფურიასთან ბრძოლის ღია სურვილს გამოთქვამს და ამბობს, რომ ის ქართველის დამარცხებას აპირებს.
თუ ილია წონას შეიცვლის, ჯერ მის ქამარს დავეუფლები, შემდეგ კი წონაში გადავყვები და იქ დავამარცხებ. ის იმ სიაში უნდა იყოს, სადაც ჩემთან წაგებულები იყრიან თავს.
- ამბობს ევლოევი.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ვოლკანოვსკის დანოკაუტებით მოიპოვა, შემდეგ კი მისი დაცვა ნოკაუტითვე ჰოლოუეისთან შეძლო.