ილონ მასკი მე-14 შვილის მამა გახდა.
Neuralink-ის ტოპ მენეჯერმა სიობჰან ზილისმა განაცხადა, რომ მასკთან მეოთხე შვილი შეეძინა. ახალშობილს სელდონ ლიკურგუსი დაარქვეს.
სიობჰან ზილისმა X-ზე დაწერა:
„გადავწვიტეთ, რომ ჯობდა პირდაპირ გაგვეზიარებინა ჩვენი მშვენიერი და წარმოუდგენელი ვაჟის სელდონ ლიკურგუსის შესახებ“.
მასკმა ამ სტატუსს მხოლოდ გულის ემოჯით უპასუხა.
ასევე, 15 თებერვალს კონსერვატორმა აქტივისტმა და ბლოგერმა ეშლი სენტ კლერმა განაცხადა, რომ ელონ მასკთან შვილი შეეძინა.