29
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი, რომელმაც გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ში სამი ქართველი ბიზნესმენი დადის და ირწმუნება, არ დაასანქცირონ ივანიშვილიო, განმარტებას აკეთებს:
,,წყაროს პირობების დაცვა არის ჟურნალისტიკაში უმნიშვნელოვანესი. და არა მხოლოდ ჟურნალისტიკაში. მესმის, რომ ყველას გაინტერესებთ გვარები, და გპირდებით მალე გასაჯაროვდება. რატომ წერ, თუ გვარებს არ ამბობ ხალხს: ვთვლი, რომ უნდა ვიცოდეთ, რა სტრატეგიით მოძრაობს ივანიშვილი და იმ ე.წ. ბიზნესმენებმაც უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი ვიცით.”