იმ კომპანიების სია, რომლებიც მილიონობით შემოსავალს რუსეთში ექსპორტ-იმპორტით იღებენ – ქართული ოცნება

13 hours ago 2

4

მმართველი გუნდი ასაჯაროებს იმ კომპანიების სიას, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ.

ტვ იმედი ღიად წერს, რომ მმართველი გუნდი ამ სიას სწორედ იმიტომ აქვეყნებს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ და ამტკიცებს, რომ ამ კომპანიებს საკმაოდ მსხვილი შემოსავლები სწორედ რუსეთის ბაზრიდან აქვთ.

ტვ იმედი არ წერს, რა კავშირი აქვს რამდენიმე ამ კომპანიების მოგებას ქვეყნის საგარეო კურსთან და რატომ ქვეყნედება ეს სია ახლა, მმართველი გუნდი თვლის, რომ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლა, ამის საპირწონეა?

რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციით სარგებელი 2021-2024 წლებში, მმართველი გუნდის მტკიცებით, შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს:

შპს „ლორგო“ – 60,461,894 ლარი
შპს „პსპ ფარმა“ – 49,611,158
შპს „ჯეო-კოოპ“ – 47,955,624
შპს „ნატურლენდი“ – 23,865,116
შპს „გორგია“ – 9,048257 ლარი
სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ – 9,047,787 ლარი
შპს „ბეიბი ფუდი“ ჰიპი -9,002,725 ლარი
შპს „კავკას მეტალი“ – 4,102,068 ლარი
შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ -3,437,984 ლარი
შპს „რითეილ ჯგუფი“ – მაგნიტი – 2,290,204 ლარი
შპს „გეო ორგანიკს“ -2,211,445 ლარი
შპს „თერმოინდუსტრია“ – 1,819,189 ლარი
შპს „ცელსიუსი“- 1,474036 ლარი
სს „წყალი მარგებელი“ – „ნაბეღლავი“ – 1,343,496
შპს „სუპერი“ – 858,476

რაც შეეხება ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში, 2021-2024 წლებში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კომპანიებისთვის ასეთია:

სს „წყალი მარგებელი“ – „ნაბეღლავი“ – 35,581,817 ლარი
შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ – 31,069,380 ლარი
შპს „გეო ორგანიკს“ – 20,776,555 ლარი
შპს „NUTSGE“ – 19,727,332 ლარი
შპს „ვინივერია“ – 11,192,775 ლარი
სს „თბილღვინო“ – 9,674,708 ლარი
შპს „ხეთა“- 5,067,400 ლარი
შპს „ანგელ ლოჯისტიკს“ -3,606,959 ლარი
შპს „კამპა“ – 2,132,001 ლარი
შპს „გემუანი“ – 1,886,946
შპს „ჩირინა“ – 1,090,134 ლარი
შპს „გეოპლანტი“ – „გურიელი“ – 932,121 ლარი
შპს „ჯეო-კოოპ“ – 754,087 ლარი
სს „ენისელი – ბაგრატიონი“ – 255,012 ლარი
შპს „ბარამბო“ – 192,258 ლარი

ამ თემაზე გუშინ „იმედი LIVE“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და დაიმუქრა: „გაგულისებულები ინტერვიუებს იძლევიან და ამ დროს, რუსეთში ვაჭრობენ, ხვალვე მოგაწვდით ინფორმაციას იმ მსხვილი კომპანიებიდან რამდენიმეზე, რომლებიც რუსეთში გაცხოველებული ექსპორტ-იმპორტით არიან დაკავებულები“.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მმართველმა გუნდმა დანაპირები შეასრულა და სია მართლაც ერთ დღეში გამოაქვეყნა.

სრულად წაკითხვა