„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არ ამაყობს იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს.
თუმცა გვარამიას თქმით, ამაყობს იმით, რომ აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი აწყობდა.
ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 29 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
„ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღე, შეიძლება ერთ-ერთი განმსაზღვრელი, საქართველოში რუსული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთაში, რომელსაც აწყობდა ბადრი პატარკაციშვილი, მაგრამ არ ვამაყობ იმ საკითხებით, რაც თანმდევი იყო. მაგალითად: კანონიერად მოპოვებული, მაგრამ მაინც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, ამით არ ვამაყობ და ასევე იმ პროცესებით, რომელიც ტელეკომპანია „იმედში“ განვითარდა, ამით არ ვამაყობ. ეს არ იყო და ვერც იქნებოდა ჩემი გადაწყვეტილება. სხვა ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა, მაგრამ ჯერ ერთი, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, მაგრამ, ალბათ, შემეძლო, მეტი გამეკეთებინა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ამით არ ვამაყობ, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთით ვამაყობ. თუმცა ამ შემთხვევამ დამარწმუნა იმაში, რომ სამართლებრივად დასაბუთებული და გამართლებული ყოველთვის სწორი და განსახორციელებელი არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ისტორიულ პროცესებში მონაწილეობის ფუფუნებას ცხოვრება ყველას და ყოველთვის არ აძლევს. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ისტორიული პროცესი, მასში მონაწილეობა პირადად ჩემთვის, დიახ, არის პატივი. მათ შორის, აი, ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობაც. [ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო განხილვა].
ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღე, შეიძლება ერთ-ერთი განმსაზღვრელი, საქართველოში რუსული სახელმწიფო გადაწყვეტილების აღკვეთაში, რომელსაც აწყობდა ბადრი პატარკაციშვილი, მაგრამ არ ვამაყობ იმ საკითხებით, რაც თანმდევი იყო. მაგალითად: კანონიერად მოპოვებული, მაგრამ მაინც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, ამით არ ვამაყობ და ასევე იმ პროცესებით, რომელიც ტელეკომპანია „იმედში“ განვითარდა, ამით არ ვამაყობ. ეს არ იყო და ვერც იქნებოდა ჩემი გადაწყვეტილება. სხვა ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა, მაგრამ ჯერ ერთი, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, მაგრამ, ალბათ, შემეძლო, მეტი გამეკეთებინა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ამით არ ვამაყობ, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთით ვამაყობ. თუმცა ამ შემთხვევამ დამარწმუნა იმაში, რომ სამართლებრივად დასაბუთებული და გამართლებული ყოველთვის სწორი და განსახორციელებელი არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და დაარბია. ტელეკომპანიის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათ შორის უმრავლესობა არის იმედის ჟურნალისტი. ტექნიკური საშუალებების და ინვენტარის განადგურების, დაზიანების, დაკარგვის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა იმ პერიოდში შეადგინა 3 158 307 ლარი.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
netgazeti