იმ ცხრა წელს ვინ გაბედავდა პოლიციის უფროსზე თავდასხმას,ადგილზე დახვრეტდნენ – ელისო კილაძე

12 hours ago 2

წაკითხვა: 8

“იმ ცხრა წელს ვინ გაბედავდა პოლიციის უფროსზე თავდასხმას,ადგილზე დახვრეტდნენ”- ასე ეხმიანება ელისო კილაძე გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელის დაკავებას, რომელმაც პოლიციის უფროსს ხელი გაარტყა.

“მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს, ასი ათას ლარს სთავაზობდა. როგორც მოსალოდნელი იყო,არ გაატარა სისტემამ პოლიციის უფროსისთვის გაწნილი სილა.”– წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე მისი თავისუფლების სანაცვლოდ 100 ათას ლარ გირაოს ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და რამდენიმე საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა