WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

21- ე სკოლასთან დაკავშირებით.
იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ “იქნებ მართლა დასანგრევია…”

სამხარაულის დასკვნაში დემონტაჟის რეკომენდაციის მოტივად დასახელებულია რეაბილიტაციის “არარენტაბელობა”, ანუ ძვირი დაჯდებაო.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე არარენტაბელობაზე საუბარი, მინიმუმ სამსახურებრივ გულგრილობად უნდა შეფასდეს, თუ უარესი არა.

ამასაც თავი რომ დავანებოთ, არარენტაბელობის ერთადერთ მოტივად მოყვანა ადასტურებს იმას, რომ დემონტაჟის აუცილებლობა არ არსებობს.

ამ ფაქტიურად ფარატინა ქაღალდის საფუძველზე დემონტაჟის გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე, რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ დანგრევა-აშენება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე რეაბილიტაცია, ჩემის აზრით იქნება დანაშაული.

ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრები ვნახეთ უფრო ნაკლების გამო ციხეში. ვფიქრობ, არც მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები არიან დაცულები, თუ ვიღაცა ამ თემაში კარგად გაერკვევა, რასაც ნამდვილად ვერ გამოვრიცხავდი….