WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“იმდენი ძალადობა ვნახეთ, რომ სისტემის არცერთი ჭანჭიკის ნდობა არ გვაქვს!” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და აცხადებს რომ სისტემის მიმართ არ აქვს:

,,გუშინ ფორმულას ეთერში შესვლამდე, გარეთ შემხვდა პატიმრის დედა, იმ მდგომარეობას რასაც ვუყურე, ვერ ითამაშებ და მოიგონებ. წაშლილი, განადგურებული სახე ქალის, რომელსაც აბრალებენ ტყუილს, არის გაუგონარი. იგივე ტელევიზიის ეთერში, მამა გახდა ცუდად. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ვინც ამ ამბავს მოგონილს ეძახის, ამ ხალხის მდგომარეობა, რომლებისთვისაც უმძიმესია ამ ფაქტზე ლაპარაკი და საერთოდ გააზრება, რაც მათ შვილს დამართეს. ან ამ ბიჭისთვის, რაზეც არ უნდა იჯდეს,როგორი მოსაყოლია საჯაროდ, რაც გადახდა.

ღირსება აყრილი ის ბიჭი და მისი ოჯახი კი არაა, ყველა ვინც ცდილობს ხელი დააფაროს და რამე გამართლება უპოვოს ამ ძალადობას, ზუსტად ისინი ხართ!

ბევრჯერ ვნახეთ,აქციაზე უკვე დაკავებულ, ხელებშეკრულ ადამიანებს როგორ ურტყამდნენ უმოწყალოდ, როგორ ყვებოდა აქციაზე დაჭერილი გოგო, რომელსაც მანქანაში გაუპატიურებით დაემუქრნენ და შიშისგან ჩაიფსა, რამდენი შემთხვევა ვიცით, როგორ აშიშვლებდნენ და ამცირებდნენ აქციაზე დაკავებულ ადამიანებს. უკვე იმდენი ძალადობა ვნახეთ, რომ სისტემის არცერთი ჭანჭიკის ნდობა არ გვაქვს!”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი

ინფორმაციისთვის: ბლოკ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ყოფილი წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ავთანდილ დავითაძე ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც დეესკალაციის საკანში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა. ხოლო მისმა შვილმა, გიორგი დავითაძემ, სასამართლო პოროცესზე განაცხადა, რომ #6 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე იძალადეს და მინიშნება გააკეთა სექსუალური ხასიათის ძალადობაზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“იმდენი ძალადობა ვნახეთ, რომ სისტემის არცერთი ჭანჭიკის ნდობა არ გვაქვს!” – ნანკა კალატოზიშვილი
ნინი ხიჯაკაძე