„იმედი“ და „რუსთავი 2“ თქვენი პასუხისმგებლობა, როცა ქუჩებში ახალგაზრდებს აზიანებენ, ძალადობენ მათზე” – გახარია

2 weeks ago 6

3

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია:

მინდა მივმართო ჩვენი დეფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს – „იმედს“ და „რუსთავი 2-ს“. მინდა გითხრათ, რომ თქვენ არაფრით არ განსხვავდებით იმ ნიღბის უკან დამალული ადამიანებისგან, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე და უფრო მეტსაც გეტყვით -თქვენი პასუხისმგებლობა, როცა პარალელურ რეალობას ქნით, როცა საქართველოს ქუჩებში რიგით მოქალაქეებს, ახალგაზრდებს ფიზიკურად უპირისპირდებიან და აზიანებენ, ძალადობენ მათზე და თქვენს ეთერებში საერთოდ არაფერი არ ხდება, რა თქმა უნდა, ეს არის გამართლების მოძებნა, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ, თქვენი პასუხისმგებლობა არაფრით განსხვავდება ნიღბის უკან დამალული არაფორმალური დაჯგუფებებისგან.

სრულად წაკითხვა