“იმედი”, რომელიც უსაზიზღრეს ფაბრიკაციებს უშვებს, ჩემი საღადაო ვიდეოს გამო მიგზავნის წერილს” – ვიკა ბუკია

2 days ago 6

2

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:

ტელეკომპანია “იმედი” მიგზავნის რაღაც წერილს, რომელიც როგორც მითხრეს, ეხება ირაკლი ჩიხლაძის გადაცემაში ყაველაშვილზე ჩემს შაყირს. “იმედი”, რომელიც უსაზიზღრეს ფაბრიკაციებს უშვებს გადაცემაში, ჩემს ფბ-ზე დადებული საღადაო ვიდეოს გამო მიგზავნის წერილს.

ახლა დამირეკა გაწელილი ვიღაც ჩუვიხა-გოგონამ ჩვენს წერილს რატომ არ იბარებთო. მე ავუხსენით, რომ ტვ პირველზე კი არა, მე უნდა მომიტანონ წერილი, მისამართზე და მომიტანოს უნდა ოფიციალურმა უწყებამ.

რაც შეეხება ამ ვიდეოს. ყაველაშვილის პასუხების მაგივრად ყაველაშვილის გინებებია. და რადგან ასე მოხვდათ გულზე, მაქვს შესანიშნავი იდეა “ქრონიკაში” გასულ რომელიმე ფაბრიკაციაში ვცვლი ამ ვიდეოს. მაგალითად, წაშალონ ცოტნე გეგეჭკორმა რომ გადააკეთა ოშხნელის ვიდეო აი, ეგ. დადონ საკუთარივე ჟურნალისტის, მარიამ ოშხნელის ვიდეო, რომელიც მდინარაძემ დაბლოკა, მოიხადონ ბოდიში და მზად ვარ ყაველაშვილის გინებებით აწყობილ ვიდეოს შეველიო უპრობლემოდ.

სრულად წაკითხვა