WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაღმაიძე აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს.

„განსაკუთრებით იმ პერიოდში ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.

ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.