“ინაუგურაციის პაროდია” – ზურაბიშვილი

2 days ago 4

1

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს “პაროდია უწოდა”.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ორბელიანების სასახლიდან მიაქვს “ლეგიტიმურობა”.

  • ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს – ამბობს პრეზიდენტი. 

პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ ვადაზე, რომელიც მან “ქართული ოცნების” დამფუძნებლს, ბიძინა ივანიშვილის მისცა, რომ ახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება 29 დეკემბრამდე უნდა მიღებულიყო.

მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა