ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარეთ საუთგეითი კვარაცხელიაზე წარმოუდგენელ სიტყვებს ამბობს

5 hours ago 4

ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი Mirror-თან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიას „ახალ ჯორჯ ბესტს“ უწოდებს და მისი თამაშის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავს.

„ვფიქრობ, პსჟ-ში გადასვლამ მისი თამაში კიდევ უფრო შორს წაიყვანა და უფრო განვითარდა. ჩემთვის ის ჩემთვის ის ტოპ ხუთ ფეხბურთელში შედის. ხვიჩა სულ უფრო უკეთესი ხდება და ისეთი მოთამაშეების დონეზეა როგორებიც არიან მო სალაჰი, ვინისიუსი, საკა, როდრიგო და რაფინია. ასევე რაფაელ ლეაოს ვიტყოდი.

მისი თამაში ჯორჯ ბესტს მაგონებს. ის ისეთივე სწრაფი და დინამიურია, ორივე ფეხით თამაშობს. არ ვიცი მისი კარიერა როგორ წავა და სადამდე მივა, თუმცა ახლა ის ერთ-ერთი საუკეთესოა“.

Post Views: 1

სრულად წაკითხვა