ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა ენდომეტრიოზის სამკურნალოდ მეორე მედიკამენტი დაამტკიცა.

1 week ago 10

ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) ენდომეტრიოზის სამკურნალოდ მეორე მედიკამენტი დაამტკიცა.

როგორც BBC წერს, ენდომეტრიოზი დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 1,5 მილიონ ქალს აწუხებს.

მისი სიმპტომებია: ძლიერი ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, რაც აისახება ცხოვრების ხარისხზე, ასევე დაღლილობა, ქოშინი, განწყობის ცვლილება, შფოთვა. ენდომეტრიოზი შესაძლოა უნაყოფობის მიზეზიც გახდეს.

ენდომეტრიოზი ქრონიკული მდგომარეობაა და არ იკურნება, თუმცა მედიკამენტების მოხმარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიმპტომების მართვასა და პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

author avatar

სრულად წაკითხვა