ინოვაციური პრეპარატი მონჯარო – როგორ მოქმედებს და რა შემთხვევაში ინიშნება

10 hours ago 3

მონჯარო, მოუნჯარო, მუნჯარო – ზოგიერთისთვის ეს სიტყვები შესაძლოა გაუგებარი იყოს, თუმცა საქართველოში სწორედ ამ სახელებით მოიხსენიებენ ამერიკულ პრეპარატს Mounjaro. ის მთელ მსოფლიოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მედიკამენტის მოქმედების მექანიზმითაა განპირობებული. 

მოუნჯაროს მწარმოებელია ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი Eli Lilly and Company. მედიკამენტი შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის სამკურნალოდ შეიქმნა. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ის წონის კლებისთვისაც ეფექტურია. საზოგადოების დიდი დაინტერესება სწორედ ამ ფაქტორებმა განსაზღვრა. 

როგორ მოქმედებს მუნჯარო? 

მუნჯარო აქტიურ კომპონენტ ტირზეპატიდს შეიცავს. მას სხვა პრეპარატებისგან ორ ჰორმონზე – GLP-1-სა და GIP-ზე ერთდროული ზემოქმედება განასხვავებს. 

GLP-1 კუჭის დაცლას ანელებს, მადას ამცირებს, ინსულინის გამოყოფას ასტიმულირებს და გლუკაგონის დონეს ამცირებს. 

GIP ინსულინის გამომუშავებას არეგულირებს და GLP-1-ის მოქმედებას აძლიერებს.

შედეგად, პაციენტი ნაკლებს საკვებს იღებს და წონაში იკლებს. 

რატომ ითვლება მონჯარო ინოვაციურ პრეპარატად?

მონჯარო სამედიცინო სფეროში ახალი სიტყვა სხვადასხვა მიზეზის გამოა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ არც ერთ სხვა ანალოგს დღემდე არ აქვს GLP-1-სა და GIP-ზე ერთდროული მოქმედება. ეს მხოლოდ ტირზეპატიდს ახასიათებს. 

მოუნჯარო დიაბეტსა და ჭარბ წონაზე ერთდროულად მოქმედებს. ამიტომაც, საჭირო აღარ არის რამდენიმე მედიკამენტის გამოყენება. მას კლინიკურად უმაღლესი შედეგები აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტებმა წონის 15-22%,ზოგიერთ შემთხვევაში კი, 25%-მდე დაიკლეს. ბევრმა ადამიანმა სასურველ წონას ოპერაციის გარეშე მიაღწია – ასეთი შედეგი მანამდე მხოლოდ ბარიარიული ქირურგიით იყო შესაძლებელი.

სხვა მსგავსი პრეპარატებისგან განსხვავებით, ტირზეპატიდი მომდევნო თაობის GLP-1 პრეპარატად ითვლება. მას მიზანმიმართული მოქმედება აქვს და დაბალი დოზაც კი ძლიერი ეფექტურობით ხასიათდება.

მიღების წესი და შესაძლო რისკები 

მოუნჯაროს, კვირაში ერთხელ, ინექციის სახით კანქვეშ – მუცელზე, ბარძაყსა ან ზედა მკლავზე კეთდება. თავიდან, დაბალი დოზა – 5მგ ინიშნება და ექიმის რეკომენდაციით, საჭიროებისამებრ იზრდება. 

გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, დიარეა ან შეკრულობა, მუცლის ტკივილი, მადის ძლიერი დაქვეითება. 

იშვიათი, მაგრამ სერიოზული რისკებია ჰიპოგლიკემია, პანკრეატიტი, თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის რისკი. ეს უკანასკნელი მხოლოდ ცხოველებზე კვლევებში შეინიშნა, ადამიანების შემთხვევაში, დადასტურებული არაა. 

როდის არ უნდა გამოიყენო მოუნჯარო?

არსებობს შემთხვევები, როდესაც მოუნჯაროს გამოყენება არ შეიძლება. ის არაა რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ან გენეტიკური მიდრეკილების შემთხვევაში; თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადების დროს; 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს. 

პრეპარატით მკურნალობა ექიმის დანიშნულებითა და მისი ზედამხედველობით უნდა წარიმართოს. აუცილებელია, რომ პაციენტმა ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულოს. 

მოუნჯარო ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები

მუნჯაროს შეძენა საქართველოში სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოშია შესაძლებელი. მის ღირებულებას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს. ესენია, პრეპარატის ხარისხი და ინოვაციურობა, ბაზარზე მაღალი მოთხოვნა, საჭირო დოზა. შესაძლოა ფასი ცვალებადი იყოს, რაც ინფლაციით, გეოგრაფიული მდებაროებითა და რაიმე სახის დაფინანსების არსებობით იყოს განპირობებული. თუ გსურთ ზუსტად გაიგოთ პრეპარატის – მოუნჯარო ფასი, სააფთიაქო ქსელში უნდა დააზუსტოთ. 

მონჯარო – მეტი, ვიდრე დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი

თავისი ეფექტიდან გამომდინარე, მუანჯარო მხოლოდ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი აღარ არის, ის ჭარბი წონის შემთხვევაშიც გამოიყენება. ინოვაციურმა პრეპარატმა ბევრი ადამიანის ცხოვრება გაამარტივა და გააუმჯობესა. მისი პოპულარობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ გამოიყენება სწორად და რა რისკები თუ გვერდითი მოვლენები ახლავს თან. აუცილებელია, რომ მკურნალობა ექიმის რეკომენდაციების მკაცრი დაცვით წარიმართოს.

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია

სრულად წაკითხვა