როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გულიაშვილი “სარაევოს” მაისურით ბრწყინვალედ ასპარეზობს. შესაბამისად, მან უცხოური გუნდების ინტერესიც გამოიწვია.
“სენტ-ეტიენმა” და “ლენსმა” სარაევოსგან გიორგი გულიაშვილის ტრანსფერზე ინფორმაცია გამოითხოვეს.
Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოსნიელებმა ორივე ფრანგულ გუნდს შეატყობინა, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 3 მილიონ ევროს ითხოვენ.
სარაევომ 2023 წლის იანვარში გიორგი გულიაშვილი იბერია 1999-დან 120,000 ევროდ იყიდა.
ცნობისთვუს, გიორგიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.