როგორც მოგეხსენებათ, “ლიონი” დიდი ფინანსური კრიზის პირას დგას.
ფრანგულ გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებლად ესაჭიროება.
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტამბულის “გალათასარაიმ” 17 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა.
Footmercado-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გიორგი მიქაუტაძის შეძენით “ევერტონი” და “ლევერკუზენი” დაინტერესდნენ.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.