რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ამავე გამოძიების ფარგლებში გაიჩხრიკა 20 ობიექტი, მათ შორის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლი.
30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ, განაცხადა, რომ ირაკლი ქარსელაძის ყოფილმა მოადგილემ, კობა გაბუნიამ, სამინისტროს მიერ კოორდინირებული მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომლებს დაავალა, 2023-24 წლებში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის შპს „ლაგი კაპიტალისთვის“ 11 მილიონ ლარზე მეტის ავანსის გადახდა. მან აღნიშნა, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მენეჯმენტი „თაღლითურად დაეუფლა“ საბავშვო ბაღის რეაბილიზაციისთვის ავანსად მიღებულ 9 მილიონ ლარს.
ახალაიამ აღნიშნა, რომ ფონდმა ავანსი მაინც გასცა მიუხედავად იმისა, რომ „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო „დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი“.
„როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ“, – განაცხადა ახალაიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შპს „ლაგი კაპიტალი“ 2023 წლამდე ეკუთვნოდა ალექსანდრე ამისულაშვილს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძეს და კომპანია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდა. ზარქუამ ბრალდებებს „მორიგი სამარცხვინო ფეიკ ნიუსი“ უწოდა.
This post is also available in: English

 11 hours ago
                        7
                        11 hours ago
                        7
                    
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·