16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, საბჭომ ვერ მიაღწია საჭირო ერთსულოვნებას „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების დასანქცირებისთვის, თუმცა მან სთხოვა ევროკომისიას მოამზადოს ოფიციალური დოკუმენტი დიპლომატიური პასპორტების მქონე ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, რისთვისაც კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.
იოზვიაკი იტყობინება, რომ სანქციების საკითხს „როგორც მოსალოდნელი იყო“ ვეტო დაადეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა. „თუმცა, ევროკომისია გამოვა წინადადებით, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეთ ქართველ დიპლომატებს, შესაძლოა უკვე ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობაა საკმარისი“, – განაცხადა მან.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ჯერ კიდევ 9 დეკემბერს მიანიშნა ზოგიერთი კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობის თაობაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება განპირობებულია იმ მოლოდინით, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა დაბლოკოს საქართველოს წინააღმდეგ სანქციები. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს არ სურს, რომ ვიზალიბერალიზაციის მთლიანად შეჩერებით საქართველოს პროევროპული მოსახლეობა მმართველი პარტიის ქმედებებისთვის დაისაჯოს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ბუდაპეშტში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს გააჟღერა თავისი ქვეყნის დაპირება, დაბლოკოს ნებისმიერი სანქციები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/12/2024 – ქართული ოპოზიცია ევროკავშირს მიმართავს და ქმედებისკენ მოუწოდებს
- 10/12/2024 – ევროკავშირის პრესსპიკერი დეესკალაციას მოითხოვს და შედეგების შესახებ აფრთხილებს
- 01/12/2024 – ევროკავშირის ლიდერები „წუხილს გამოთქვამენ“ ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
16/12/2024 - 14:55
სიახლეების ბლოგი | წინააღმდეგობა | მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე თანამდებობას ტოვებს
13/12/2024 - 16:58
სიახლეების ბლოგი | წინააღმდეგობა | ხელოვნებათმცოდნეების საპროტესტო აქცია თბილისში
10/12/2024 - 22:27
„ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილმა წევრმა ივანიშვილი „ღალატის“ გამო გააკრიტიკა
10/12/2024 - 17:49
ევროკავშირის პრესსპიკერი დეესკალაციას მოითხოვს და შედეგების შესახებ აფრთხილებს
01/12/2024 - 19:50
საქართველოს საჯარო მოხელეების განცხადება
01/12/2024 - 00:40