"იოჟიკა", "პანწია" , "ბასტი" - შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 ადამიანი დააკავა

1 hour ago 3

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 27 ადამიანი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო, ხოლო კიდევ ექვსს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

შსს-ს მიერ დღეს 28 ივლისს ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაციით 27 ადამიანი გასული 24 საათია განმავლობაში დააკავეს.

რა დაადგინა შსს-მ

სამართალდამცველი უწყების თანახმად, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ მითითებებს და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

"ისინი სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს
განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ
სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ შემდეგი პიროვნებები:

  • გ.შ იგივე "იოჟიკა"
  • გ.დ ანუ "ბასტი"
  • ნ.დ.
  • გ.ჟ.
  • ა.ჩ ანუ "პანწია"
  • და „კანონიერ ქურდი" მამუკა ჩხვაბერიძე
  • მამუკა ჩხაბერიძე, მეტსახელად „მამუკა ხონსკი“.

მისი სახელი ფიგურირებდა შსს-ს მიერ გასული წლის თებერვალაში გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც საუბარი იყო "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 26 ადამიანის დაკავებაზე.

პოლიციამ დაკავებულების სახლებში გაჩხრიკა

შსს-ს თანახმად ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.

ასევე სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო
მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკით 20026 წლის პირველი იანვრიდან დღემდე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 343 ადამიანი, მათ შორის 8 ე.წ. კანონიერი ქურდია.

სრულად წაკითხვა