
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ბელარუსის ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა, იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია 13 ოქტომბერს.
ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს“.
ელჩმა კობახიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების „წარმატებით ჩატარებასთან“ დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექხსანდრ ლუკაშენკოს მისალოცი წერილი გადასცა.
„პრემიერ-მინისტრმა ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია პრესრელიზში.
This post is also available in: English
Read Next
08/10/2025 - 18:36
კობახიძე დასავლეთს 4 ოქტომბრის არეულობის შემდეგ „დამხობისა და ძალადობის“ ირიბ მხარდაჭერაში ადანაშაულებს
07/10/2025 - 14:39
კობახიძე დასავლეთს ურთიერთობის გადატვირთვას სთავაზობს და რუსთველის პროტესტის დასრულებით იმუქრება
06/10/2025 - 15:28
„ქართული ოცნების“ ლიდერები ანდრეი ბაბიშს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
03/10/2025 - 16:53
კობახიძე 4 ოქტომბრის აქციისა და არჩევნების წინ „ძალიან მკაცრი“ რეაგირების შესახებ აფრთხილებს
02/10/2025 - 15:55
ირაკლი კობახიძე კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
26/09/2025 - 18:35