ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილს 4 პარასკევი აქვს დარჩენილი, მისი ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი“

2 weeks ago 13

 „სალომე ზურაბიშვილს 4 პარასკევი აქვს დარჩენილი, მისი ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი“„სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს – ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ რა ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მის ამ განცხადებას საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი“

-ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე. სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისი ემოციური განცხადებები არავისთვისაა გასაკვირი.

ირაკლი კობახიძემ საპროტესტო აქციებს ძალადობრივი უწოდა:

-ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ეს არის ფაშიზმი, მეტი არაფერი. სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას ამას. თან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივა, სალომე ზურაბიშვილი ჩართეს ამ ფაშისტურ ინიციატივაში და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით იყო ჩართული შესაბამის პროპაგანდაში. ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით. ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი, სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს.

სრულად წაკითხვა