ირაკლი კობახიძემ შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

1 day ago 1

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა – შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება.

პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სრულად წაკითხვა