ირაკლი კობახიძის თანხმობით, შიდა ქართლის გუბერნია ახალ მანქანას ყიდულობს

4 days ago 4

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახალ ავტომობილს შეიძენს. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 29 ნოემბერს მოაწერა. 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას მიეცეს თანხმობა, განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა“, – ვკითხულობთ განკარგულებაში.

განკარგულების გამოცემიდან 4 დღეში, სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, “სტრადა მოტორსმა” მიიღო. 

უკონკურენტოდ მონაწილე კომპანია სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც გუბერნატორი ლევან ხარაბაძე თავმჯდომარეობდა, გამარჯვებულად გამოცხადდა. 

“სტრადა მოტორსისგან” ადმინისტრაცია 51 990 ლარად უზბეკეთში წარმოებულ Chevrolet Cobalt შეიძენს. 

ამ დროისთვის, გუბერნიის ადმინისტრაციის ბალანსზე  6 ავტომობილი ირიცხება. მათი ტექნიკური მომსახურებისთვის გუბერნიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული 6 (ექვსი) ერთეული ავტომანქანის სრულყოფილად შეკეთება და ტექნიკური მომსახურება“, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ამ ტენდერშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ “მაქსსერვისმა” მიიღო, რომელიც სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა. შედეგად, კომპანია ბიუჯეტიდან 277 777 ლარს მიიღებს. 

რა ვიცით “სტრადა მოტორსის” და “მაქსსერვისის” შესახებ?

შიდა ქართლის გუბერნიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტოდ გამარჯვებულ კომპანიებს, ბიუჯეტიდან ჯამში 60 000 000 ლარი აქვთ მიღებული. 

კერძოდ,  “სტრადა მოტორს” უკონკურენტოდ არაერთი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირებულია ავანსის გაცემის და მაღალი ფასთაკლების შემთხვევებიც. საეჭვო გარემოებებში ჩატარებული ტენდერების შედეგად, კომპანიას ბიუჯეტიდან ჯამში 19 000 000 ლარამდე აქვს დამატებული. ტენდერების გარდა, კომპანიასთან სხვადასხვა დროს განხორციელდა პირდაპირი და კონსოლიდირებული შესყიდვებიც, რა გზითაც “სტრადა მოტორსმა” ჯამში ბიუჯეტიდან 34 000 000 ლარზე მეტი მიიღო. 

  • ტენდერების გზით, კომპანიას ბიუჯეტიდან  18 809 040 ლარი აქვს მიღებული; 
  • გამარტივებული შესყიდვების გზით, კომპანიას ბიუჯეტიდან 9 228 824 ლარი აქვს მიღებული; 
  • კონსოლიდირებული შესყიდვების გზით, კომპანიას ბიუჯეტიდან 24 700 704 ლარია ქვს მიღებული. 

შპს “მაქსერვისს” ჯამში ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 300 000 ლარი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ საეჭვო გარემოებები იმ ტენდერებშიც ფიქსირდებოდა, რომელსაც აღნიშნული კომპანია იგებდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, დიდწილად იკვეთებოდა დაბალი კონკურენცია და კომპანიაზე მორგებული გამოცდილების მოთხოვნები. 

  • კომპანიას, რომლის 100%-იან წილს, მისი ერთპიროვნული მმართველი მიხეილ გეგია ფლობს
  • ტენდერების გზით,  ბიუჯეტიდან 5 100 974  ლარი აქვს მიღებული; 
  • გამარტივებული შესყიდვების გზით, კომპანიას ბიუჯეტიდან 124 941 ლარი აქვს მიღებული. 
სრულად წაკითხვა