ირაკლი კუპრაძე: „ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის“

2 hours ago 2

თბილისის მერობის ერთიანმა კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ, ევროპის დედაქალაქის მერისგან მხარდაჭერის და მომავალი თანამშრომლობის პირობა მიიღო. ამ შედეგით დასრულდა დღეს ბრიუსელში გამართული ორმხრივი შეხვედრა, კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დელეგაციასთან.
ფილიპ კლოზიმ მერობის ერთიანი კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერიის ისტორიულ შენობაში მიიღო.
ირაკლი კუპრაძე: „ქალაქ ბრიუსელის მერთან შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად და ბევრი ვისაუბრეთ თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალებზე, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს.
ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის.
სამწუხაროა, რომ თბილისის რუსი მერი ვერ ჩამოდის ევროპულ დედაქალაქებში და ვე ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე.
კალაძე ვერ ხვდება საქართველოს მოქალაქეებს, ის ვერ ხვდება ევროპელ კოლეგებს და ეს ყველაფერი უკან ხევს და იზოლაციაში აქცევს ქართველ ხალხს“

(R)

სრულად წაკითხვა