2
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე “მოთხოვნის შეუსრულებლობის” გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის კვეთა აეკრძალა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება წარედგინა. ის “საგამოძიებო კომისიაზე” ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ყოფილმა მინისტრმა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც წულუკიანმა პროკურატურას მიმართა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.
ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშიც დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.