ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ “ლიბერთის” გაყიდვა უნდა

1 week ago 8

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილს ადასტურებს. როგორც ბანკის მეწილემ BM.ge-თან განაცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც „ბაზის ბანკთან“, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან. ამასთან, ის არც სხვა “პატარა ბანკის” შეძენას და ბაზარზე გამსხვილებას არ გამორიცხავს.

მოლაპარაკებებს ვადასტურებ, მაგრამ არსად ახლოს არ ვართ გარიგებასთან. “ბაზისბანკთან“ მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ორი წლის წინაც ვესაუბრებოდით. გიდასტურებთ. ველაპარაკები „ბაზისბანკს“ და კიდევ ორ სხვა კომპანიას. სამი წლის განმავლობაში „ბაზისბანკს“ უკვე მეორედ ველაპარაკებით; ამიტომ არაფერთან ახლოს არ ვართ, გარდა იმისა, რომ მთელმა თბილისმა დაიწყო ამაზე საუბარი. თუ რამესთან ახლოს მივედით, განცხადებას გავაკეთებთ. როგორც იცით, ჩვენ (კომპანია “ჰანიველ პარტნერსი”) ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია და 5 წლის შემდეგ ინვესტიციის გაკეთებიდან ჩვენი აქტივები ბაზარზე გამოგვაქვს. ამიტომ „ბაზის ბანკსაც“ ველაპარაკები და სხვასაც; არ მინდა ახლა დასახელება, მაგრამ კიდევ ორი ჯგუფია, რომელიც „ლიბერთის“ შეძენაზე გვესაუბრება”- ამბობს რუხაძე.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის საკითხის გააქტიურება მისი დასანქცირების რისკებს, რუხაძე პასუხობს:

არა, რა თქმა უნდა… ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან. მე რომ დამასანქცირონ, მაინც დაცულია ჩემი ყველა კომპანია, მაგრამ სანქციები არ მემუქრება და არც მადარდებს, თორემ აქამდე გავყიდიდი ჩემს აქტივებს…” ამბობს რუხაძე.

ირაკლი რუხაძესთან ვრცელი ინტერვიუ BM.GE-იმ ჩაწერა.

ირაკლი რუხაძის “ლიბერთი ბანკი” სავარაუდოდ, იყიდება – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.

BPN-ის ინფორმაციით, „ლიბერთის“ შეძენას “ბაზისბანკი“ გეგმავს.

სრულად წაკითხვა