ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

2 weeks ago 12

ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, მის მიერ ივანიშვილის პარტიის დატივების შესახებ ასე ეხმაურება:

„დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი – საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”

სრულად წაკითხვა