WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13

ირაკლი ღარიბაშვილი ეჭვობს, რომ ახალი საქმე მისი მაღალი რეიტინგის გამო, გასაშავებლად აღძრეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა “პირველებთან”, პენიტენციურ დაწესებულებაში, ექს-პრემიერის მონახულების შემდეგ ,,ტვ პირველთან” განაცხადა:

,,მას თავისი მოღვაწეობით, 2-ჯერ იყო ქვეყნის პირველი პირი, მოგეხსენებათ როგორი საგარეო პოლიტიკა იყო მის დროს, რამდენი ახალი ინიციატივა, თუნდაც ევროპასთან მიმართებაში, ურთიერთობაში და ასევე ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა რეიტინგი, მე არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც აქვს ეს რეიტინგი, ასევე არ გამოვრიცხავ კი არა, ვინმემ რომ მითხრას, ასეთი (კვლევები) არ ჩატარებულა, არ დავიჯერებ და ყველაფერი იყო საცნაური მავანთთვის. მაგრამ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილსაც, ხალხმა გაიგო, რომ თუ ბიუჯეტის ფულს არ იპარავდა, შეიძლება გული ეტკინათ, მაგრამ ამის გაგება უფრო შეძლეს. მას მაინც ჰქონდა თავისი ავტორიტეტი, ყველასთვის გასაგები იყო, რომ მას ქვეყნისთვის არ უღალატია, არც ბიძინა ივანიშვილისთვის უღალატია და არც ბიუჯეტიდან არა თეთრი არ მოუპარია. შესაბამისად გახდა ალბათ საჭირო და ფაქტია, ასე იყო, შემონათვალშიც ეს იგულისხმება, რომ მას აუცილებლად კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ და მას აღარ ჰქონოდა 1%-იანი შანსიც კი, გადაზღვევის მიზნით, რომ პოლიტიკაში მობრუნებულიყო”

მისივე ცნობით, მიმდინარე მოვლენებზე ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს. ადვოკატის თქმითვე, მისი შეფასებაც და პოზიციაც საზოგადოებისთვის ხვალ იქნება ცნობილი.