WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მე-9 წერილი გამოაქვეყნა - ის საუბრობს 19 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მისი ხელმძღვანელობით თავდაცვის გაძლიერებასა და ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ მიერ წამოწეულ დავით-გარეჯის საკითხზე.

„ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით... ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ის საუბრობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გააქტიურებულ დავით-გარეჯის საკითხზე - არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. ამ დროს პროსახელისუფლებო მედიამ დაიწყო კამპანია „გარეჯი საქართველო“. ორივე მათგანი არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე თვეში, იანვარში გირაოთი გაათავისუფლეს, სასამართლო განხილვები კი გაურკვეველი ვადით არის შეწყვეტილი.

ღარიბაშვილმა 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილი გუშინ, 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე საუბრით დაიწყო - მისი თქმით, „ცილისწამებაზე აგებული საქმე და ამ აბსურდული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს“.

მასალა განახლდება