WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის მიმართ მიმდინარე, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, გივი ჯიბლაძე გამოკითხეს, რომელიც გირაოთია გათავისუფლებული.

სხდომის დასრულების შემდეგ, ელისო კილაძის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ თქვა, რომ დახურულ პროცესზე გივი ჯიბლაძემ ქოლ-ცენტრების მფარველად ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

“მოწმე გივი ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო, ანუ ფარცხალაძე მფარველობდა [ქოლ-ცენტრს] და შემდეგ, როცა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გაწია და ქოლ-ცენტრებს თავად ღარიბაშვილი მფარველობდა. მან ეს გამოძიებას უთხრა”. – ამბობს კილაძის ადვოკატი.

სხდომის დასრულების შემდეგ, გივი ჯიბლაძე TV პირველს ესაუბრა და ელისო კილაძის ადვოკატის განცხადებას სიცრუე უწოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მან თქვა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქოლ-ცენტრებს მფარველობდა, ჯიბლაძემ უპასუხა: “მე ეგ არ მითქვამს”

ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ანუ ღარიბაშვილის ამბავი მოგონილი იყო? რაზეც ჯიბლაძე პასუხობს: “კი, ელისო კილაძის”.

“მე [ღარიბაშვილი იმ ადამიანად არ დამისახელებია, ვინც ქოლ-ცენტრს მფარველობდა]”. – თქვა ჯიბლაძემ.

ჯიბლაძის თქმით, მან ღარიბაშვილი სხვა კონტექსტში ახსენა, რაც “საინტერესო არაა”.

ჟურნალისტი: ღარიბაშვილის სახელი დაასახელეთ თუ არა?

ჯიბლაძე: “ისე როგორც მფარველი, არა. სხვა კონტექსტში დავასახელე, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს საინტერესო არ ყოფილა”.